პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს იმიჯზე რამდენიმე უცხოური კერძო კომპანია ზრუნავს.
როგორც მაჭავარინამა ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია, რამდენი ჯდება კომპანიების მომსახურება, მაგრამ ქვეყნის იმიჯზე საზრუნავად ხელშეკრულებები ჯერ კიდევ 1998-99 წელებში იდებოდა.
"ამ კომპანიებს ლობისტურს ვერ დავარქმევ, მაგრამ არის კონტრაქტი, რომელიც ეხება საქართველოს მომსახურებას, რადგან ჩვენ გვიპირისპირდება საკმაოდ მდიდარი მოწინააღმდეგე რუსეთის სახით და საქართველოს სჭირდება წარმოჩენა თავის პოზიციების", - აღნიშნა მაჭავარინმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ლობისტურ კომპანიებს წელიწადში მილიონ-ნახევარ დოლარს უხდის.