პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს მტრის ღიად დაფიქსირებას მოითხოვს.
ამის შესახებ დავითაიამ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მთავარი მომენტი არის, რომ ღიად ჩანდეს, ვინ არ არის საქართველოს მტერი. ამის განსაზღვრა როცა ხდება, მერე უკვე ადვილია სიტუაციის დალაგება და მიმართულებების განსაზღვრა უსაფრთხოების კუთხით", - აღნიშნა დავითაიამ.
ამასთან, დეპუტატი მიესალმება უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე სამუშაო პროცესის დაწყებას.