საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა საუდის არაბეთიში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს იყო ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ნიზარ ბინ ობაიდ მადანისთან, მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მოჰამედ ბინ საად ბინ აბდულაზიზ ალ-სალემთან, საუდის არაბეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ბინ ზეინალ ალი რეზასთან, რიადის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან აბდულრაჰმან ალი-ალ-ჯერაისისთან და საუდის არაბეთის განვითარების ფონდის საუდის არაბეთის ექსპორტის პროგრამების გენერალურ დირექტორთან აჰმედ ალ-რანამთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები. საუდის არაბეთის მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.