2026 წლის თებერვლის ბოლო ორ კვირაში უკრაინის ჯარებმა, 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ პირველად, მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს. ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
ანალიტიკოსების თქმით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ უკრაინის ძალებმა 1-ელი იანვრიდან დაახლოებით 257 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
კერძოდ, 14-დან 20 თებერვლამდე გათავისუფლებული ტერიტორიები 33 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა, ხოლო 21-დან 27 თებერვლამდე ტერიტორიის ზრდამ დაახლოებით 57 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.
„ბოლოს, უკრაინულმა ძალებმა წმინდა ზრდას 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს მიაღწიეს, როდესაც მათ 2023 წლის ივნისში 377 კვადრატული კილომეტრი, 2023 წლის ივლისში 257 კვადრატული კილომეტრი და 2023 წლის სექტემბერში 1.47 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს“, - წერს ISW.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის კონტრშეტევები „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაში გადაიზარდოს; დიდი ალბათობით, რუსული ჯარები პოზიციებს დაასტაბილურებენ და შეტევას ხელახლა დაიწყებენ“.
ამავდროულად, ბრძოლის ველზე უკრაინის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ჩაშალა რუსეთის მცდელობები, შეექმნა პირობები 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეტევისთვის და რუეთის ძალები აიძულა, სტაბილური თავდაცვა შეექმნათ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებამდე.