საპატიმრობებში შეშვებისა და პატიმრებთან შეხვედრის მოთხოვნით დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათადამცველებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან აქცია-ბრიფინგი გამართეს.
დამოუკიდებელი ჟურნალისტების განცხადებით, ცოტა ხნის წინ საპატიმროებში არსებული ვითარების შესასწავლად მათ სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს საპატიმროებში შეშვება სთხოვეს, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ დრომდე არ მომხდარა.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტები და უფლებადამცველები საქმის კურსში ჩააყენებენ ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ელჩს, აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსს.
აქციაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია, `ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის~ დამFუძნებლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „მამული, ენა, სარწმუნოება", მოძრაობა „არა", ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და რადიო „პალიტრას" ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.
„მამული, ენა, სარწმუნოების" წევრებმა სამინისტროს შენობის შესასვლელ კარებთან `ათი მცნება~ გააკრეს და ხათუნა კალმახელიძეს ათი მცნებით ხელმძღვანელობა ურჩიეს. ასევე, აქციაზე იმყოფებოდა ჯალათის ფორმაში გამოწყობილი ორი აქტივისტი, რომლებიც სიმბოლურად საპატიმროების იმ თანამშრომლებს განასახიერებდნენ, ვინც პატიმრების ცემის ბრძანებებს უშუალოდ ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები