ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი, რომლებიც აქამდე ბედნიერ წყვილებად ითვლებოდნენ, გაყრას აპირებენ. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლმსმა საკუთარ მამას, ცნობილ ადვოკატს, გაყრის პროცესისთვის დოკუმენტების მომზადება სთხოვა. როგორც ამბობენ, მსახიობი მეუღლის ჩრდილში ყოფნით დაიღალა.
"დიდი ხანია, ჩემი კარიერა დასრულდა. მხოლოდ ტომ კრუზის ცოლის სტატუსით ვახსენდები ხალხს! ვერ ვიტან, როცა "ტომქეთს" გვიწოდებენ!"-აღნიშნა ქეითმა.
ამის მიუხედავად, წყვილი ვანკუვერში შენიშნეს, სადაც ტომ კრუზს იღებენ ფილმში "მისია შეუსრულებელია". პაპარაცებმა წყვილი საკუთარ ქალიშვილთან ერთად ზოოპარკში დააფიქსირეს. ფოტოგრაფების თქმით, ხოლმსი საკმაოდ დეპრესიულად გამოიყურებოდა და მეუღლესა და ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევდა.
სავარაუდოდ, მათი გაყრა ხმაურიანი იქნება. ისიც უცნობია, რომელ მშობელთან დარჩება გოგონა.