„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. ფილიპ დიმიტროვმა და გიორგი თარგამაძემ, პირველ გაცნობით შეხვედრაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. თარგამაძემ სტუმარს ქვეყნის განვითარების ქრისტიან-დემოკრატიული ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას და მედიის მდგომარეობას საქართველოში.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობისთვის. სწორედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევროპის თვალის ფუნქციას ასრულებს. მიმაჩნია, რომ ამ მისიის როლი უმნიშვნელოვანესია და იგი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" - განაცხადა თარგამაძემ.
შეხვედრის ბოლოს, დიმიტროვმა „ქრისტიან-დემოკრატებთან" აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.