ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, „ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
სამხედრო ფორმირების მხრიდან მუქარა ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალების ოფიციალური დადასტურებისთანავე გავრველდა.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ხამენეის მკვლელობას „მძიმე დანაშაული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიან შურისძიებაზე გადადის. მან განაცხადა, რომ ირანის პასუხი იმდენად ძლიერი იქნება, რომ ვაშინგტონს და თელ-ავივს კაპიტულაციას აიძულებს.
„ჩვენ ამერიკას და სიონისტურ წარმონაქმნს ვანანებთ და გავაგრძელებთ ლიდერ ხამენეის საქმიანობას“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.