აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს.
„ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ყველაზე ძლიერს, ვიდრე ოდესმე. მათ ურჩევნიათ ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ „დამანგრეველ შეტევით ოპერაციას“ იწყებენ.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკელი ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.