აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენიელ კეინი ირანთან სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია.
პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ "თუ სამხედრო დონეზე ირანის წინააღმდეგ წასვლის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის [გენერალი კეინი] ფიქრობს, რომ გამარჯვება მარტივად მისაღწევი იქნება. ის კარგად იცნობს ირანს, რადგან ის შუაღამის უროს, ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა."
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კეინი ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმას.
„მე ვარ ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. მირჩევნია შეთანხმება, მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ეს ძალიან ცუდი დღე იქნება ამ ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, მისი ხალხისთვისაც, რადგან ისინი დიდებულები და შესანიშნავები არიან და მსგავსი რამ მათ არასდროს უნდა დამართნოდათ.“, - წერს ტრამპი.