"პირველი კავკასიურის" გახსნა საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე "ახალი ამბების" მაუწყებლობის სფეროში კრემლის სრული მონოპოლიის დარღვევის მეორე მცდელობაა", - ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი" წერს.
მასში, ასევე სტატიის ავტორ ელენ ბარს არ გამორჩენია, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული სატელიტური "ახალი ამებების" არხი ეთერში, აშკარა ეიფორიის ატმოსფეროში გავიდა".
"სხვა ქართული არხებისგან განსხვავებით, "პირველი კავკასიურის" გადაცემები რუსეთში მაუწყებლობს - არხის სამიზნე აუდიტორია იმ მაყურებელს მოიცავს, რომელიც საქართველოს საზღვრებიდან ჩრდილოეთით, რუსეთის მთიან რეგიონში ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს", - აღნიშნულია სტატიაში და აქვე არხის გენერალური დირექტორის განცხადებებია მოყვანილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეკომპანი ანტირუსული პროპაგანდისთვის არ იქნება გამოყეებული.