საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2 000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა.
2011 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის გამოცემა, რომლის სახელწოდება იქნება "21 საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრიდან წერილი მიიღო, სადაც მას სთავაზობენ წიგნის პრესტიჟული გამოცემის ფურცლებზე მისი ბიოგრაფიული და პერსონალური მონაცემები მოხვდეს.
"ჭკვიანი და განათლებული ადამიანის განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას"-ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კემბრიჯის ცენტრის გენერალური დირექტორი აწერს.
"21 საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალი" 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში გავრცელდება.