საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
ვაშაძისა და კლინტონის შეხვედრა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 17-18 თებერვალსაა დაგეგმილი.
"დიდია ხანია ამ ვიზიტზე ვმუშაობთ. იმედია ის წარმატებული იქნება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება კონგრესშიც.
რაც შეეხება სასაუბრო თემებს, ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.