„ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გაერთიანების თაობაზე მითები დასრულებულია. ახალ ზღაპარს თუ მოიგონებენ, ფანტაზიაში რამდენიც უნდათ, იმდენი ინავარდონ, არავინ არაფერს დაუშლის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „მხარდამჭერებმა „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ველიდან გაიყვანეს“.
„მხედველობაში თუ არის „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, საზოგადოებამ ნახა, რომ მათი გაერთიანების თაობაზე მითები, ზღაპრები დასრულებულია. ახლა კიდევ რაღაც ახალ მითს, ზღაპარს თუ მოიგონებენ, ეს მათი ფანტაზიის სფეროა. ფანტაზიაში რამდენიც უნდათ, იმდენი ინავარდონ, იქ არავინ არაფერს დაუშლის. კოშკები ააგონ და რაღაც გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ. ეს არის მოცემულობაა, როდესაც მათი ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. პრაქტიკულად, მათმა მხარდამჭერებმა „ნაცმოძროაბა“ თავისი ფილიალებით ველიდან გაიყვანეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.