საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. დეპუტატები ყველა იმ კანონპროექტს განიხილავენ, რომელზეც მიმდინარე კვირას იმსჯელებენ.
მათ შორისაა, პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, პატიმრებისთვის ძალაში შედის გრძელვადიანი პაემნები.
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დეპუტატები მთავრობის მიერ წარდგენილ ინიციატივასაც განიხილავენ.
მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო სხდომები ჩატარდება.