საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის შესახებ, რომელზეც რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
განცხადებას ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე სავარაუდოდ მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გააკეთებს.
ამ ეტაპზე, ვაშაძის უწყება არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის ვინაობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სოჭის სანაპიროსთან ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი მარცვლეულით დატვირთული გემი ჩაიძირა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, 06:00 საათზე მოხდა. ძლიერი შტურმის გამო გემი ორ ნაწილად გაიყო და წინა მხარე წყალში მთლიანად ჩაიძირა.
გემზე 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც, რომლებიც გემის ერთ ნაწილზე იმყოფებიან.
გემი "ბესეკაჟი" თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ამ დროისთვის სოჭის სანაპიროზე სამაშველო და სასწრაფო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
გემი სოჭის პორტიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ჩაიძირა.