აგლაძის ქუჩაზე ახალი სამაცივრო-საბითუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დაათვალიერა.
"თბილისში მოიხსნება ე.წ. პიკური ფასები, რადგან იქნება სტაბილურად შენახული პროდუქცია, რომელიც შესყიდული იქნება სეზონზე ანუ როდესაც ყველაზე დაბალია პროდუქტზე ფასი. დარწმუნებული ვარ, ეს შეუმსუბუქებს ფასების კუთხით ტვირთს ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა კვეზერელმა.
კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ადგილობრივ მეწარმეს საშუალება ექნება მაცივარი ნებისმიერი პროდუქტის შესანახად გამოიყენოს. სამშენებლო სამუშაოები დეკემბერში დაიწყო და მარტში დასრულდება.