უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი და რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტის მიღების საკითხი განიხილა. სიბიჰამ ამის შესახებ X-ზე დაწერა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ გარდა ამისა, დისკუსია უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე, როგორც უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტიაზე იყო ორიენტირებული.
„მადლობა გადავუხადე კაიას მისი პირადი ძალისხმევისა და თავდადებისთვის, ხოლო ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ ზამთარში. ჩვენ შევათანხმეთ ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით და ჩვენი სამომავლო კონტაქტები და ღონისძიებები“, - წერს სიბიჰა X-ზე.