ეგვიპტელ ჩინოვნიკებს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ან სამხედრო ხელმძღვანელობის წერილობითი ნებართვის გარეშე, ქვეყნის საზღვრების დატოვება აუკრძალეს. ამის შესახებ ქაიროს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
აეროპორტის ხელმძღვანელობას სპეციალური სია გაეგზავნა, სადაც ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების ის პირები არიან ჩამოთვლილნი, რომელთაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ამ განკარგულების საფუძველზე, დღეს ქვეყნის ინფორმაციის მინისტრს თვითმფრინავით გამგზავრებაზე უარი უთხრეს.