საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გუშინდელი ანგარიში იმდენად ამომწურავი იყო, რომ ოპოზიციონერებს შეკითხვები აღარ უნდა გაუჩნდეთ.
"ვფიქრობ, თუ ჩვენმა ოპონენტებმა გულისყურით მოუსმინეს პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვები აღარ უნდა გაუჩნდეთ, იმდენად ამომწურავად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერზე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა "მრავალმხრივი" იყო.
"გუშინდელი გამოსვლა იყო მართაც ძალიან მრავალმხრივი. პრეზიდენტმა ისაუბრა, როგორც უშუალოდ იმ პრობლემებზეც, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისე სამომავლო გეგმებზე _ თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა იმისთვის, რომ მივიღონ სტაბილური, მყარი ეკონომიკა, ძლიერი ქვეყანა და საბოლო ჯამში, ეს ყველაფერი მოემსახუროს ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის მთავარი მიზანი", - განმარტა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.