საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რამდენიმე საათით გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ახმედ დავით ოღლუ, რომელიც ბათუმში იმყოფება, უამინდობის გამო თბილისში გამოფრენას ვერ ახერხებს.
ბათუმში ამ წუთებშიც თოვს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გუშინვე ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს შეხვდა, დღეს კი მას გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.