დღეს, 12 თებერვალს, საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახმედ დავით ოღლუს ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ახმედ დავით ოღლუ საქართველოში 11 თებერვალს ჩამოვიდა. მან ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან გამართა შეხვედრა.
თურქეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.