უმრავლესობამ ოპოზიცია ორ ჯგუფად - არაკომპეტენტურებად და შეურაცხადებად დაყო. აღნიშნული კლასიფიკაცია ოპოზიციის მისამართით პარლამენტში უმრავლეობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა დებატების დროს ოპოზიციის მისამართით გაკეთებული შენიშვნის დროს გააკეთა.
"გასაგებია, როდესაც იძახით, რომ ჩვენ ვათ ქართველები და მორჩაო. მივხვდით, რაზედაც მინიშნა გიორგი თარგამძემ. ეს იყო ცნობილი ფაზა - "ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები". დიახ, ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენი მიზანია დასვლური კურსის გატარება, რომელსაც ვერვინ შეგვაცვლევინებს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ საქართველო ბორკილებით სხვა ქვეყანას მიაჯაჭვონ და ამასთვის იღვწვის შეურაცხადი ოპოზიცია, ეს არ გამოუვათ.
გაბაშვილმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას გულისმობდა და არა პარლამენტში წარმოდგენილს.
"მე რადიკალურ ოპოზციას ვგულისმობ, თქვენ არა. თქვენ არაკომპეტენტურები ხართ, ისინი კი - შეურაცხადები", - აღნიშნა გაბაშვილმა.