უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატებს" მათი "ჩავარდნილი პროექტების" შესახებ შეახსენა.
"როდესაც საუბრობთ ჩავარდნილ პროექტებზე თვალსაჩინობებით, ეს ჩვენც შეგვიძლია და მინდა თქვენს ჩავრდნილ პროექტებზე შეგახსნენოთ. ეს არის ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, გადატრიალების მოწყობა, წყალი უფასო და გაზი ლევან ვეფხვაძის ფასებში", - აღნიშნა გაბაშვილმა.
დეპუტატი ოპოზიციის გამოსვლას გამოეხმაურა და დაძინა, რომ როდესაც ინფლაციაზე საუბრობენ და საქართველოს სომხეთსა და აზრებაიჯანს ადარებენ, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ აზერბაიჯანში ინფლაცია სამი წლის წინ 20% იყო, როდესაც ნავთობის ფასი დაეცა, ხოლო მისი გაზრდის შემდეგ ინფლაცია შემცირდა.