ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები დაამტკიცა.
დეტალებზე ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის მექანიზმი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეთანხმება ითვალისწინებს 60 მილიარდი ევროს გამოყოფას სამხედრო დახმარებისთვის და 30 მილიარდი ევროს პირდაპირ უკრაინის ბიუჯეტის ხარჯებისთვის. სესხის პროცენტს ევროკავშირი გადაიხდის.
პუნქტი, რომელზეც თავისი კატეგორიული მოსაზრება ჰქონდა საფრანგეთს, საერთო ჯამში დამტკიცდა: იარაღი, ძირითადად, უკრაინისა და ევროკავშირის მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი. სხვა ქვეყნებში - მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.
ასევე დაკმაყოფილდა პარიზის კიდევ ერთი მოთხოვნა. დიდ ბრიტანეთს და მესამე ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ევროკავშირის სესხის გამოყენებით ფინანსური შენატანების სანაცვლოდ.
უკრაინის დაფინანსებაზე სამმა ქვეყანამ უარი თქვა: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან დარჩენილი 24 შეიტანს თანხას.
შეთანხმების საბოლოო გაფორმება მომდევნო კვირების განმავლობაში ევროპარლამენტის კედლებში მოხდება. კიევმა პირველი გადახდა აპრილის დასაწყისში უნდა მიიღოს.