ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას ელიტარული კორუფციის შექმნაში სდებს ბრალს.
ამის შესახებ დებუტარმა დღეს პარლემენტში დებატების დროს განაცხადა.
"კორუმპირებულმა სახელისუფლებო კლანებმა მოახერხეს ბიზნესის სრული მონოპოლიზაცია. სპეკულაციურად გაზარდეს ფასები, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს მოსახლეობა. თქვენი კორუმპირებული ჩინოვნიკები ისევე სწრაფად მდიდრდებიან ხალხის გაღარიბების ხარჯზე, როგორც შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომელთა სახლ-კარის ფოტოებს თავად ხშირად აფრიალებდით, ნიშნად შევარდნაძის ხელისუფლების კორუმპირებულობისა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით პრეზიდენტს გადასცა კონტროლის პალატის მასალა დევნილთა და განსახლების სამინისტროში არსებული ფინანსური დარღვევევბის შესახებ.