ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ბელორუსის დიქტატორულ რეჟიმს ემსგავსება. ამის შესახებ ბაღათურიამ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
"ნაცვლად დეკლარირებული პროდასავლური კურსისა, რეალურად ვხედავთ თქვენი და თქვენი ხელისუფლების დაახლოებას ბელორუსის დიქტატორულ რეჟიმთან. იქნებ გვითხრათ, რას ნიშნავდა ქართული დელეგაციის უპასუხისმგებლო პოზიცია ბელორუსის არჩევნებზე, მაშინ, როცა ლუკაშენკო პოლიტიკურ ოპონენტებს ისეთი კრიმინალური მეთოდებით უსწორდებოდა, როგორიც არის პრეზიდენტობის კანდიდატების გატაცებები, მათი ოჯახის წევრების მძევლად აყვანა და ცემა-ტყეპა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატი დაინტერესდა, რას დაუჭირა მხარი ბელორუსში ქართულმა დელეგაციამ და სად არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი.