საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურამ ჩახვაძეს ელიტარულ კორუფციაში "ეჭვმიტანილების" დასახელება სთხოვა.
"თქვენს გამოსვლაში ელიტარული კორუფცია მგონი შვიდჯერ ახსენეთ. მაშინ, როდესაც მე მინისტრი ვიყავი, კონკრეტულ ადამიანებს დავადე ხელი. ახლა პარლამენტში მთელი პოლიტიკური ელიტაა წამოდგენილი და შეგიძლით თქვათ, რომელი მინისტრია აქედან კორუმპირებული, ან პრემიერზე და პრეზიდენტზე თუ გაქვთ რამე ინფორაცია?" - მიმართა ჩახვაძე სააკაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩახვაძემ განაცხადა, რომ მას პრეზიდენტი და მინისტრები არ უგულისხმია.
"როდესაც ელიტარულ კორუფციაზე ვლაპარაკობდი, ვახსენე, რომ მრავალი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული ამ ბრალდებით, ეს კი ნიშნავს, რომ ელიტარული კორუფცია გვაქს. მე არ მიგულისხმია არც პრეზიდენტი და არც მინისტრები", - აღნიშნა ჩახვაძემ, რაზედაც პრეზიდენტმა ურჩია, "თუ ასეა, ვიღაცების ნაბოდვარს არ აჰყვეს".
სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა დეპუტატს და აღნიშნა, რომ შეკითხვით მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება არ უნდოდა.