უმრავლესობას ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის გაზრდაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც აქ ისაუბრეთ და თან ასეთი ფორმებით, როგორ შეიძლება თქვათ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს? აქ საუბრობდენენ, რომ პოლიტიკური კულტურა გაიზარდაო, თუმცა თქვანი გამოსვლების შემდეგ ამაში ეჭვი შემეპარა", - მიმართა ოპოზიციას მინაშვილმა.
მისი თქმით, დღეს 20-მდე თოქშოუ არსებობს, რომელში ოპოზიცია უფრო ხშირად იღებს მონაწილებას, ვიდრე ხელისუფლება.
მინაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ გაეცნონ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მოსახლების ნდობა სასამართლო სისტემისადმი 70%-მდეა გაზრდილი.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია, როგორც პარლამენტში, ასევე ყველა მნიშვნელოვან კომისიაშია წარმოდგენილი და ახალ მათ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.