საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებით საბჭოთა მენტალიტეტის დამარცხება და დეოკუპაციემდე მისვლა მოხერხდება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს განაცხადა.
"2010 წელი საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის კუთხით ძალიან წარმატებული იყო. რუსეთის მცდელობა ახალი რეალობის დამკვიდრებისა წარსულს ჩაჰბარდა. არ დამავიწყდება ის, როდესაც მედვედევი და ლავროვი ასტანის სამიტიდან თავჩაღუნულები გამოდიოდნენ. მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სიტყვა ოკუპაცია დამკვიდრდა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, ას ყველაფერს, მიუხედავად აგრესიისა და ღალატისა, ქართველმა ხალხმა ერთად დგომითა და პრინციპულობით მიაღწია.