დეპუტატმა გია თორთლაძემ პრეზიდენტს პენსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა სთხოვა.
"იქნებ როგორმე მოვახერხოთ და ქალაქებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტია, პენსიონერებმა უფასოდ იმგზავრონ. ასევე საქართველოს რკინიგზამ რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის გადადგილება წელიწადში რამდენჯერმე უფასოდ უზრუნველყოს, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება", - აღნიშნა თორთლაძემ.
თორთლაძემ 3 300-მდე მარჩენალდაკარგული ოჯახის სოციალური დახმარების საკითხიც დააყენა.
დეპუტარმა პრეზიდენტს სოფლებში სავარგულებისა და საძოვრების სამართლიანად განაწილება და მთიან რეგიონებში სოფლებში დამაგრების პრობლემის მოგვარებაც სთხოვა.