"ქრისტიან-დემოკრატები'' პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, თავისი "გამრუდებული სარკის'' მიღმა იყუროს. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს, გიორგი ახვლედიანმა მმართველი გუნდის საქმიანობა მკაცრად გააკიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი 7 წელია დაპირებებს არ ასრულებს, იქნებ გამონაკლისი დაუშვას და დასმულ კითხვებს ადეკვატური პასუხები გასცეს.
"ადეკვატური იმ შემთხვევაში იქნებით, თუ დაასრულებთ თქვენ მიერ გამოგონილ სარკეში ჩახედვას და დაინახავთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. იმასაც დაინახავთ, მთავრობა დევნილებს როგორ ექცევა. თქვენი ხელისუფლება დევნილებს ატყუებს. თქვენ თუ იცხოვრებთ ფოცხოეწერში ერთ დღეს, თქვენი გამრუდებული სარკე ხელში ჩაგემსხვრევათ", - განაცხადა ახვლედიანმა.
დეპუტატი ვეტერანების დარბევის ფაქტსაც შეეხო და განცხადა, რომ საქართველოში მთავრობის მიერ ყველაზე დაუფასებელი ხალხი სწორედ ვეტერანები არიან.
"3 იანვარს ვნახეთ თქვენ პასუხი - რა ჩაიდინეს სამართალდამცავებმა და როგორ დაარბიეს ვეტერანები. თითქოს ვიღაცამ რაღაც წაბილწა იქ. მერწმუნეთ, თქვენი გამრუდებული სარკე რომ არის იყოს, ასეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდით", - აღნიშნა ოპოზიციონერმა.
ახვლედიანმა სააკაშვილს ბრალი დასდო, რომ ის ხელს უწყობს ელიტარული კორუფციის არსებობას.
"არ დაგვწამოთ, რომ ოპოზიცია ყველაფერს ცუდს ხედავს. შავი სათვალეებით ვიყურებით თითქოს, თუმცა ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ კორუფცია აღარ არის, ქრთამის აღება არ ხდება, მაგრამ რა ვუყოთ, რომ მთავრობა და თქვენ ასეულობით მილიონს ხარჯავთ?" - განაცხადა ახვლედიანმა.
ოპოზიციონერმა მთის საკითხზდაც ისუაბრა და განაცხადა: "სასწრაფოდ თუ არ შეიცვალა თქვენი პოლიტიკა, მთა აღარ იარსებებს, უფრო სწორად მთა იარსებებს, მაგრამ ქართველი ხალხი აღარ იქნება იქ. საზღვრისპირა რეგიონებში დემოგრაფიული პეობლემების ბუმია. დაცარიელებულია სოფლები. მცოცავი ანექსიაა. მალე მაგისტრალის გარშემო მცხოვრები ერი გავხდებით".