უმრავლესობა ოპოზიციას დევნილების მიმართ ხელისუფლების მიერ გამოჩენილ ზრუნვას ახსენებს.
როგორც დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, როდესაც დევნილებზე საუბრობენ, ისიც უნდა გაიხსნენ, 25 ათას ოჯახს ფართი საკუთრებაში გადაეცა, მოხდა 270 კომპაქტური ჩასალებების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება, ხოლო სოფლებში ჩასახლებულ დევნილებს მიწები გადაეცემათ, რომ არავის მოწყალებაზე არ იყვნენ დამოკიდებულები.
აღნიშულს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოცხოეწერში ხალხი უკვე 17 წელია ცხოვრობს. მან ოპოზიციას მოუწონა, რომ ბოლო დროს კარგად იქცევიან, რუსთაველის გარდა სხვაგანაც რომ დადიან.
"რუსთაველის გამზირის იქით ბევრად უფრო ლამაზი საქართველოა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
კუბალაშვილის თქმით, როცა დევნილებზე საუბრობენ ამ თემაზე მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება.