"გასულ წელს შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ უფრო ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, უფრო ანგარიშვალდებული მთავრობა და უფრო ევროპული სისტემა. შარშან ყველას მოვუწოდე, ერთად გვემუშავა ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ პარტიებს იმისთვის, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული ამ მუშაობაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ეფექტური გამოდის თანამშრომლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
"რა თქმა უნდა, არსებობდნენ მკვეთრი ოპონენტებიც, რომელთაც უარი თქვეს, მიეღოთ მონაწილეობა კონსტიტუციის განხილვაში. მათი კრიტიკული პოზიცია ტელევიზიის საშუალებით გვესმოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.