იმ ჭაობში, რასაც კრიმინალური და ქურდული სამყარო ჰქვია, საქართველო არასდროს დაბრუნდება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბალშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს განაცხადა.
"ხშირად ჩვენი ოპონენტები იძახიან, როგორ ჩავაცვით ბავშვებს პოლიციის ფორმა. უბედურება ის კი არ არის, ბავშვებს ფორმა რომ აცვიათ და პოლიცილობაზე ოცნებობენ, უბედურება ის იქნებოდა, რომ ჩვენი შვილები ისევ ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტით გაზრდილიყვნენ. ყველაზე საყვარელი სიმღერა კი "ასეთია ქურდი კაცის ბედი" ყოფილიყო", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი შეფასებით, სწორედ რადიკალური ნაბიჯებით მოხდა პოლიციაში კორუფციისა და ქვეყნაში კირმინალური და ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრა.
"ჩვენს ოპონენტებს ხშირად ავიწყდებათ, რა ვითარება იყო საქართველოში, 90-იან წლებში რა ხდებოდა. კრიმინალური და ქურდული მენტალიტეტი, ეს ჭაობი ქვეყნაში აღარასდროს დაბრუნდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.