"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში ოპოზიციის ლიდერივით საუბრობდა. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"პრეზიდენტი თავიდან როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე გვესაუბრებოდა, როცა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, როგორ გაიზარდა ფასები. ისე გვესაუბრებოდა, თითქოს სხვა ქვეყნის ან რიგითი მოქლაქე ყოფილიყო", - აღნიოშნა ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების გარანტი პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ სააკაშვილის გამოსვლაში ეს არ შეინიშნებოდა.
"არ არის საჭირო ლოზუნგები - საქართველო მონოპოლების გარეშე. აქამდე შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ - მოესპოთ თავის დროზე თავიანთივე მონოპოლები", - აღნიშნა ვაფხვაძემ.