"რუსეთის ხელმძღვანელობის კურსს, რომელიც იმპერიის შენარჩუნებასა და აღდგენას ისახავს მიზნად, მომავალი არ გააჩნია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
"კვლავაც უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ,Yმაგრამ ყველამ ვიცით, რომ ძალა, რომელიც ახლა ჩვენს დანაწევრებას, გაქრობას, გადასანსვლას, ცდილობს, კაცობრიობის ისტორიული დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურავედ იქცა და მისი მიზნის განხორციელებას მომავალი არ გააჩნია - მომავალი არ გააჩნია არც რუსეთის ხელმძღვანელობის კურსს, რომელიც იმპერიის შენარჩუნებას და აღდგენას ისახავს მიზნად", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისი თქმით, იმპერიის იდეა ჯერაც ცოცხლობს, მაგრამ 21-ე საუკუნეში მას აღარ გააჩნია სიცოცხლის უნარი და არსებობის პერსპექტივა, ახლა სახეზე სწორედ ეს პროცესია.
"ამიტომ ახლა გვმართებს ასმაგი სიფრთხილე, რათა გარდაცვლილი საბჭოთა იმპერიის ხელოვნურად გაცოცხლების მცდელობამ, საბოლო აგონიამ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება არ შეიწიროს. დღეს საქართველოს თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია.Dდღეს ისტორიული ლოგიკა ჩვენს მხარეზეა და ამიტომ საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება მთლიანი", _ განაცხადა სააკაშვილმა.