მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება.
"ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება ქართული სასამართლო სისტემის დიდი გამოცდა იქნება. ჩვენი სასამართლო მთლიანად შეჯიბრობითობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული, რაც მის კიდევ უფრო მეტ სანდოობას, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო დაცვას განაპირობებს", _აღნიშნა სააკაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას.
მისი თქმით, ნაფიცი მსაჯულები ჩვეულებრივი პატიოსანი და ღირსეული მოქალაქეები არიან, რომლებიც მართლმსაჯულებას განახორციელებენ.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდება სასამართლო პროცესი, სადაც განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.