გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტისგან მოითხოვს, ღიად დააფიქსიროს, აპირებს თუ არა პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას. ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატებზე პირველმა გამომსვლელმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
"ჩნდება საფუძვლინი ეჭვი, რომ პრეზიდენტობის შემდეგ აპირებთ პრემიერ-მინისტრის პოსტის უზურპაციას და მინდა ნათლად განგვიცხადოთ, არის თუ არა ეს სიმართლე", - აღნიშნა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები მიმდინარებს.