პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას შემდგომი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემდგომი თანამშრომლობისკენ. სახელმწიფოს შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთდაბალანსების სისტემის ერთობლივად განხორციელებისკენ. მივესალმები დიალოგის პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის და მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას. პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომელობა არის ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსებისაგან ითხოვს ჩვენი საზოგადოება. არადა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისა და მთელი ერის ერთსულოვნება, როდესაც საქმე ეხება ნაციონალურ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო ინტერესების საკითხებს", - განაცხადა სააკაშვილმა.