"ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.
მისი თქმით, უმუშევრობასთან ბრძოლისა და ინფლაციისგან დაცვისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სტრატეგიული დარგების გარდა, გრძელვადიანი გარანტიები უნდა არსებობდეს.
"ერთი თვის წინ გამოვაცხადეთ ახალი ეკონომიკური კურსი, რომლის მიზნად დავსახეთ სახელმწიფო სტრუქტურების შემობრუნება ბიზნესისკენ, რათა საქართველოში უკეთესი ბიზნესკლიმატი შეიქმნას, რათა მეწარმეები გრძნობდნენ თავს კანონიერ და სამართლიან გარემოში. ახალი კურსი ძალიან რთული გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ჩვენს ქვეყანში მოხდა ის, რაც შეუძლებელია ძალიან ბევრ ქვეყანაში", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.