პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის სხვა ფორმატში შევხვდები. ვფიქრობ, ამ შაბათ-კვირას,“ - განაცხადა ნავროცკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების საკითხი პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამავდროულად, ნავროცკიმ დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.
„რაც შეეხება წლისთავს, კიევში ან უკრაინაში წასვლას არ ვგეგმავ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.