საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაიწყო ყოფილი პარლამენტარის, გია არსენიშვილის გახსენებით.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე დღეს აქ, რათა წარმოვადგინო ყოველწლიური ანგარიში ქვეყნის მდგომარეობის, განვლილი წლის შედეგების, არჩეული კურსის შესახებ. ამ საანგარიშო პერიოდში ცოტა ხნის წინ გამოგვაკვლდა კოლეგა, მრჩეველი მეგობარი და უბრალოდ თანამოქალაქე გია არსენიშვილი. იგი პირადად იყო კრიტერიუმი ადამიანური სიკეთის განსახიერებისა და კეთილგანწყობის. მას ჰქონდა თვისება, გაერჩია შავი და თეთრი. ის იყო კლასიკური მაგალითი ადამიანისა, რომელიც არასდროს არ მორგებულა პირად ემოციებს და კომფორტს. როცა ის იყო ჩვენი ელჩი და დაიჩაგრა და გაათავისუფლეს, ერთი წამით არ გაბრაზებულა და ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს და ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გია არსენიშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინგტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე იყო. 58 წლის ასაკში, 2010 წლის 18 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
პარლამენტში გია არსენიშვილის მეუღლე იმყოფება.