საპარლამენტო უმრავლესობა დებატებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში იმ სიახლეებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს უკეთესად იცხოვროს.
რაც შეეხება დებატებს, მინაშვილის თქმით, უმრავლესობა "ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დისკუსიისთვის, კრიტიკისთვის, მათ შორის ცხარე დიალოგისთვის და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.