საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დროს რამდენიმე ახალ ინიციატივას გააჟღერებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
"საქართველოს პარლამენტი არის ორგანო, სადაც საქართველოს რეგიონების საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო აისახება. ამიტომ პრეზიდენტი მზად არის ყველა კონკრეტულ შეკითხვას გასცეს პასუხი", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევის შესახებ პრეზიდენტი მათი მოგვარების ახლა გზების შესახებ ინიციატივებს გააჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.