"ხალხის პარტიის" წევრი ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში "ცარიელი" მიდის, რადგან მას ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
"უამრავი პრობლემა დაგროვდა. რაც მთავარია, სააკაშვილი თვითონ გახდა პრობლემური კაცი. იგი მიუნხენში რეგიონალურ უსაფრთოებაზე საუბრობს, ამ დროს კი თვითონ წარმოადგენს პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის,"_განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, დღეს პარლამენტთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები საკუთარი პრობლემებით მივიდნენ, რადგან ყველა ამ პრობლემის ავტორი თავად სააკაშვილია.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების პარალელურად, დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით "ერთი ადამიანი_ერთი ბრალდება, საზოგადოება ადანაშაულებს პრეზიდენტს" გაიმართა.