ხვალ, 12 თებერვალს, საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახმედ დავით ოღლუს ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ახმედ დავით ოღლუ საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის ამ წუთებში ბათუმს სტუმრობს, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან მართავს შეხვედრას.
თურქეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს.