მათ უნდა რცხვენოდეთ, როდესაც რუსეთს კურილიის კუნძულების გამო პრეტენზიებს უყენებენ. აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი მაქსიმ მიშენკო.
"კურილიის კუნძულები ეს არ არის უბრალოდ ტერიტორია ან კამათი მიწის ნაგლეჯზე და ამ ადგილს უფრო დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს იაპონიას სურს რუსეთს გადაუკეტოს გასასვლელი ამ მხრიდან წყნარ ოკეანეში. მათ უნდა რცხვენოდეთ, როდესაც რუსეთს მსგავს პრეტენზიებს უყენებენ, როდესაც ეკონომიკურად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი", _ აცხადებს მიშენკო.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვს იაპონიასთან ურთიერთობები ეძაბება. დიპლომატიური პროტესტი უკვე სამხედრო ძალის დემონსტრირებაში გადაიზარდა. მოსკოვმა სადავო კუნძულებზე შეიარაღებული ძალები გადაისროლა. დღეს კრიზისის ფონზე პირველი მოლაპარაკებები ედგა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და ითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ ახდენს რუსეთი შეიარაღების კონცენტრაციას იაპონიის საზღვრებთან. ცნობილია ასევე ისიც, რომ საფრანგეთისაგან ნაყიდ ვერტმფრენმზიდ "მისტრალს" მოსკოვი სწორედ იაპონიის ტერიტორიაზე განათავსებს. დღეს სერგეი ლავროვისა და მის იაპონელი კოლეგის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა ეტაპზეა დიპლომატიური სკანდალი მოსკოვსა და ტოკიოს შორის.