"ლეიბორისტული პარტია კომუნალური გადასახადების ერთიანი გადახდის პრინციპის შემოღების გამო საპროტესტო აქციისთვის ემზადება.
შრომის პარტიის წევრები კომპანია "თელასთან" გეგმავენ მიტინგის გამართვას. მათ დღეს საინფორმაციო ხასიათის აქცია მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან" გამართეს და "ლეიბორისტებმა" მოსახლეობას "მოსაწვევები" დაურიგეს.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, კომუნალური გადასახადის ერთიანი ქვითარი არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო უნდა იყოს.
"ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს", - განმარტა ჯიბლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები