თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმეთ დავით ოღლუ უკვე ბათუმშია.
მას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დახვდა.
დღესვე გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ლევან ვარშალომიძესა და ახმეთ დავითოღლუს შორის.
თურქეთის დელეგაცია ხვალ უკვე თბილისს ეწვევა.